Saturday, May 8, 2010

ზინა პიტიურიშვილი

1.პროექტის შექმნა : როგორ გადავარჩინოთ ბუნება?
2.პროექტის მოკლე აღწერა: ვიქონიოთ მჭიდრო კავშირი ცოცხალ ბუნებასთნ და გარემოცვასთან.
3პროექტის სრული აღწერა:. პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის ეკოლოგია, რას შეისწავლის. ვათქმევინოთ ბავშვებს თუ როგორი ქვეყანა უნდათ რომ იყოს მათ ირგვლივ. უნდა იცოდნენ რომ ჩვენი დედამიწა საფრთხეშია. ბევრი ინფექციური დაავადებები დაკავშირებულია დაბინძურებულ წყლებთან (როგორიცაა ტიფი, ქოლერა და სხვა) წყალი ჩვენი სიცოცხლეა, ტყე კი დედამიწის ფილტვები. ტყეებს უნდა გავუფრთხილდეთ, სიფრთხილე გვმართებს რათა ხანძარი არ გაჩნდეს. აქვე მაგალითის მოყვანა შეიძლება: 2008წლის ომის დროს ბორჯომის ხეობას დაემუქრა სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფა. რაც შეიძლება ბევრი ხე უნდა დარგოს თითოეულმა. კლასებში, დერეფნებში, სკოლის ეზოში ერთმანეთს მიუთითონ რომ არ დაანაგვიანონ გარემო.
ვისაუბრებთ ოზონის ხვრელებზე, თუ რატომ არის საშიში, რომელიც შეიცავს ფრეონს.
მანქანების, ქარხნების, ფაბრიკების გამონაბოლქვი აგრეთვე წარმოადგენს საშიშროებას. ეკოლოგიის პრობლემა ყველამ ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ.
4. პროექტში მონაწილე კლასები : 11–12კლ.
5.ვადები: 2010 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით.
6.აქტივობები: მოიძიონ მასალები ეკოლოგიაზე, გავმართოთ საუბრები, აგიტაციები. გამოვუშვათ გაზეთი, როგორც კლასის ასევე სკოლის, მოვიძიოთ სურათები და განვალაგოთ ბლოგში.
7. შედეგები: ბავშვები დარგავენ ხეებს, როგორც სკოლის ეზოში ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. უკეთ გაუფრთხილდებიან საკლასო ოთახებს.
8. სარგებელი სხვებისათვის: ხეების დარგვით, სისუფთავის დაცვით, სხვებისათვისაც სასარეგბლო იქნება, რომ სუფთა ჰაერს ჩასუნთქავენ.
9.ენა : რუსული
10. საგნები, კავშირი ეროვნულ გეგმასთან:
აქ ბავშვები ისაუბრებენ რუსულად, ამის გარდა გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში და ქიმიაში.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ––
12.პროექტის ფასილიტატორები: პედ. ზ.პიტიურიშვილი, ნ.ბაღაშვილი, მ. ვაიტაძე.
13. ელ ფოსტა : zinapitivrishvili@gmail.com
14. ფორუმი: –––
15.პროექტის ვებ.გვერდი. http://zinikopit.blogspot.com/